საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Статья 51. მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა
1. მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის საჭიროება შეიძლება გამომდინარეობდეს განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი ღონისძიებებიდან: ა) შიდა სატრანსპორტო გზების ან/და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა ან გაფართოება; ბ) სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა; გ) მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის რაციონალური შეცვლა.
