მიწათმოწყობა იყოფა მეურნეობათაშორის და შიდა სამეურნეო მიწათმოწყობად. მიწათმოწყობა შეიცავს მიწათმოწყობის შემდეგ მოქმედებებს:
1)ახალი მიწათსარგებლობის შექმნას, აგრეთვე არსებული მიწათსარგებლობის მოწესრიგებას, მიწების ხარვეზიანობის და მათს განლაგებაში სხვა ნაკლოვანებების აღმოფხვრას, მიწათსარგებლობის საზღვრების დაზუსტებას და შეცვლას;
2)კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების ტერიტორიების შიდა სამეურნეო მოწყობას ეკონომიურად დასაბუთებული თესლბრუნვის შემოღებით და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (სათიბების, საძოვრების, ბაღებისა და სხვა) მოწყობით, აგრეთვე ნიადაგების ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიების შემუშავების;
3)ახალი მიწების გამოვლენის სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახალხო სამეურნეო ათვისებისათვის;
4)მიწის ნაკვეთების მიზომვას და გამოყოფის;
5)ქალაქის, დაბისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების ფარგლების დადგენას და შეცვლას;
6)ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, ნიადაგობრივი, გეობოტანიკური და სხვა გამოკვლევისა და ძიების მოწყობას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156



