საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Статья 86. ხმაურისგან დაცვის უზრუნველყოფა
Редакция №38 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
Темы:Контроль загрязнения
შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ დაცული იყოს ხმის იზოლაციის ნორმები (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოში მოქმედი ხმაურის ნორმების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნეს მისი მომხმარებლების ან/და მასთან ახლოს მყოფი პირების მიერ საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მათი დასვენებისა და შრომის შესაბამისი პირობები.
