წყლის რესურსების მართვის შესახებ
Статья 13. წყალსარგებლობის ზოგადი პირობები
წყალსარგებლობისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს დაბინძურებისგან და დანაგვიანებისგან საიმედოდ დაცული ზედაპირული წყალი ან/და მიწისქვეშა წყალი, რომლის ხარისხი ბუნებრივ მდგომარეობაში ან სათანადო დამუშავების შემდეგ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს; ბ) სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა საწარმოები, რომლებსაც წარმოექმნებათ დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლები და რომლებიც ექვემდებარებიან ამ კანონით გათვალისწინებულ, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების სანებართვო რეჟიმს წყლის ობიექტებისა და წყალშემკრები აუზების დაბინძურებისგან დასაცავად, უნდა აღიჭურვონ საწარმოს სპეციფიკის შესაბამისი, ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობით (მოწყობილობით); გ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი საქონლის გადარეკვისას ვალდებულია, დაიცვას საქონლის გადასარეკ ტრასაზე განლაგებული წყალმომარაგების წყაროები დაბინძურებისა და დაშრეტისგან, ხოლო წყალსამეურნეო ნაგებობები და მოწყობილობები − დაზიანებისგან; დ) წყალმოსარგებლე ვალდებულია, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას, უსაფრთხოების ნორმებისა და არსებული ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დაუბრკოლებლად დაუშვას თავის ტერიტორიაზე და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ე) განსაკუთრებული მცირეწყლიანობის, წყლის ობიექტზე ავარიული სიტუაციის, ეპიდემიის ან/და ეპიზოოტიის გაჩენის საშიშროების, სტიქიური უბედურების, სამხედრო მოქმედებების დროს ან/და სხვა ექსტრემალურ ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე − სხვა წყალმოსარგებლეთა ინტერესების გამო; ვ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ვალდებულია, ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის დაბინძურების აღკვეთის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ნიადაგის გატენიანება-განოყიერება განახორციელოს რწყვის და ნიადაგში შესატანი საკვები ნივთიერებების დასაშვები ნორმების დაცვით; ასევე, ზედაპირული წყლის ობიექტში ევტროფიკაციის განვითარების აღკვეთის მიზნით, არ დაუშვას ორგანული ნივთიერებების მოხვედრა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნიადაგების ეროზია.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
წყლის რესურსების მართვის შესახებ
