საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
Статья 15^1. (ამოღებულია)
Сравнить редакции
1. საინვესტიციო საბჭო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსის საშუალებით შეარჩევს და საპენსიო სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის კანდიდატურას. 2. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია უშუალოდ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. 3. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს 2023მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცრად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობისთვის შეუფერებლად. 4. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით ახორციელებს: ა) ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ 5 .ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო რისკის კონტროლს; [ ბ) ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ 5 .ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო რისკის კონტროლს; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრისსექტემბრიდან)] კანონიგ) №3601ამ –კანონითა ვებგვერდი,და 20.11.2023წ.საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებებსა და მოვალეობებს. 5. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და საპენსიო სააგენტოს დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებს. 6. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი უფლებამოსილია ხელი მიუწვდებოდეს საპენსიო სააგენტოში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა მის მიერ საინვესტიციო რისკის მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად. 7. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს საპენსიო სააგენტოს სტრუქტურაში ასახვისა და დამტკიცების მიზნით. 8. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. 9. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული იმ გარიგების შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მიერ საინვესტიციო რისკის მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად. 10. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მოვალეობას ასრულებს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მოადგილე. 11. საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცერზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს 2024კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცერს ეზღუდება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 12. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი არ შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს. თუ აღნიშნულ პერიოდში საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო. 13. დაუშვებელია საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩარევა ან/და მათ საქმიანობაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენის მოხდენა. ეს პუნქტი არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეროვნული ბანკისა და საინვესტიციო საბჭოს ფუნქციებს. 14. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საინვესტიციო საბჭოს მიერ საპენსიო სააგენტოს დირექტორისთვის მიმართვის საფუძველზე. საქართველოს 2023 წლის 271 ივნისისნოემბრის კანონი №4312№3601 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.20.11.2023წ.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
