1.მონაწილეს უფლება აქვს, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს ნებისმიერ ასაკში, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მონაწილე პენსიას მიიღებს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით.
