Статья 32. პენსიის დანიშვნა და გაცემა საპენსიო ასაკში
1. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მიიღოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით.
2. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს ასევე უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა პენსიის მიღების მიზნით.
3. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია განსაზღვროს მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების მისთვის პენსიის სახით გაცემის სხვა ფორმაც და უზრუნველყოს მონაწილე ამ ფორმით.
4. მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების ღირებულების სრული მოცულობა მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა.
5. საპენსიო ფონდი ადგენს მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეს უფლება აქვს, მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით.
