სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
Статья 25. რისკის შემცველი სამშენებლო პროდუქტების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები
1. იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პროდუქტი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და შეიცავდეს დადასტურებულ საფრთხეს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, განახორციელოს სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობა. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში დაადგენს, რომ სამშენებლო პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
