1.პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისგან, მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან, დამსაქმებლებისგან, დამსაქმებელთა გაერთიანებებისგან (კავშირებისგან, ასოციაციებისგან), პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისგან, არ არის მათ წინაშე ანგარიშვალდებული და არ ექვემდებარება მათ კონტროლს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
