1.პროფესიული საქმიანობა რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
2.2005 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პროფესიული საქმიანობის რეგულირება შემდეგი ძირითადი პრინციპების მიხედვით: ა) პროფესიული საქმიანობების სრული თვითრეგულირება – (ჩვეულებითი რეგულირება) არაარსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის; ბ) ნაწილობრივი თვითრეგულირება – არსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის; გ) სახელმწიფო რეგულირება – მაღალი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის.






