1.ლოკალური საინჟინრო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ტერიტორიაზე დასაშვებია. ა) ელექტროდენი; ბ) ბუნებრივი აირი; გ) ცხელი წყალი; დ) სასმელი წყალი; ე) ტექნიკური წყალი; ვ) წყალარინება სანიაღვრე; ზ) წყალარინება; თ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები; ი) ნაგავსაყრელი.
2.მაგისტრალური (საერთო სარგებლობის) საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე დასაშვებია შემდეგი ზელოკალური ქსელის არსებობა: ა) მიწისზედა; ბ) მიწისქვეშა.
3.თუ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცალკე არ გამოიყოფა ზელოკალური და ლოკალური საინჟინრო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ტერიტორიები, მათზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ცალკე გამოყოფის შემთხვევაში იმოქმედებდა.

