ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
Статья 33. განაშენიანების პარამეტრების რეგულირების მიზანი, მათი დადგენისა და გამოყენების ზოგადი პირობები
1. განაშენიანების პარამეტრების დადგენის მიზანია სამშენებლო ზონებსა და ქვეზონებში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისას განაშენიანების დასაშვები ინტენსივობის და სიმაღლის რეგულირება.
2. განაშენიანების პარამეტრების დადგენა ხორციელდება ზღვრული მაჩვენებლების სახით, შესაბამისი ტერიტორიის ამტანიანობის, თავისებურების პირობების, ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის პირობების გათვალისწინებით.
3. გენერალური გეგმის მეშვეობით შესაძლებელია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ან განაშენიანების კოეფიციენტის ან/და მაქსიმალური სიმაღლის ზოგადი (სარეკომენდაციო) პარამეტრების დადგენა.
4. განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში განაშენიანების პარამეტრების დადგენა შესაძლებელია: ა) განაშენიანების კოეფიციენტების დადგენით; ბ) განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის დადგენით; გ) სართულთა რაოდენობის დადგენით; დ) განაშენიანების სიმაღლის დადგენით; ე) განაშენიანების რეგულირების ხაზების დადგენით; ვ) ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის პირობების დადგენით.
