1.საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში გრუნტის ზედაპირიდან 3.0 მ-მდე დაუშვებელია: ა) აივნებისა და ერკერების შეჭრა 0.3 მეტრზე მეტად; ბ) არქიტექტურული დეტალების ნებისმიერი შეჭრა 0.3 მეტრზე მეტად, ასევე იგივე შეჭრა გრუნტის ზედაპირიდან ქვემოთ; გ) ფანჯრების ფრთების/დარაბების (ბოლომდე გაღებულ მდგომარეობაში) შეჭრა 0.6 მეტრზე მეტად. ამასთან, ფანჯრების ფრთების/დარაბების (ბოლომდე გაღებულ მდგომარეობაში) შეჭრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან ფანჯრამდე დარჩენილი, ბუნებრივი (ხე-ნარგავები, ) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელის სიგანე არის მინიმუმ 1,2 მ.
ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
