ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის არაერთგვაროვან ქვეზონას, სადაც დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა.
2.ნებადართული სახეობებია: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; ბ) საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; გ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; დ) საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური); ე) კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის დასახლებას; ვ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; ზ) მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; თ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ი) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; კ) სასტუმრო; ლ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; მ) ადმინისტრაციული ობიექტი; ნ) ოფისი; ო) ცალკე მდგომი და შენობაში ინტეგრირებული ავტოსადგომი.
3.საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: ა) მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ბ ) სავაჭრო ცენტრი; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი.
Изменения, которые прошла эта статья
Permissible building types in medium-intensity residential zones now include 'block/clustered individual residential houses (townhouses)'
акт об изменении №5943137Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.