ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის ერთგვაროვან ქვეზონას, სადაც დომინირებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. აგრეთვე, დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთვასება.
2.ნებადართული სახეობებია: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას; დ) საოჯახო (არასამეწარმეო) საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური), სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; ე) მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ვ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ზ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; თ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; ი) ადმინისტრაციული ობიექტი; კ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა.
3.საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: ა) სასტუმრო; ბ) მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; გ) ოფისი; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი.
Изменения, которые прошла эта статья
Permissible building types in low-intensity residential zones now include 'block/clustered individual residential houses (townhouses)'
акт об изменении №5943137Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.