სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ
Статья 4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში; ბ) საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში; დ) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, რომლის დომინანტი პარტნიორია ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტი; ე) იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში, რომელიც არ არის იურიდიული პირი, თუ ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტები მისი წევრების უმრავლესობას შეადგენენ და იმავდროულად აქვთ პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინონ ამ ორგანიზაციული წარმონაქმნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე.
