საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არის საქართველოს მიწის ფონდის ნაწილი, რომელზედაც ვრცელდება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას და უზრუნველყოს იმ პირის უფლებები, რომელიც კანონიერად ფლობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სარგებლობდა მიწის ნაკვეთით ან/და ჰქონდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება დადების მომენტიდან ბათილად მიიჩნევა და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ
Статья 9. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრება
Редакция №0 Сверено с действующей редакцией · 2 июл. 2019 г.





