1.ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს თანხმობით, თუ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებაზე, შესაძლებელია: ა) საბაჟო საწყობში შენახულ იქნეს საქართველოს საქონელი; ბ) შიდა გადამუშავების პროცედურაში ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცეული საქონელი გადამუშავდეს საბაჟო საწყობში ამ პროცედურით განსაზღვრული პირობებისა და შესაბამისი შემთხვევებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის სპეციალური ნორმების დაცვით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონელი არ მიიჩნევა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად.





