Статья 124. საბაჟო საწყობი, საბაჟო ორგანოს საწყობი და საქონლის შენახვის სხვა ადგილი
1. საბაჟო საწყობში შესაძლებელია: ა) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვა; ბ) საქონლის დროებით შენახვა; გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვა.
2. დასაშვებია საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა.
3. საბაჟო ორგანოს საწყობში შეიძლება საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის გარდა საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სხვა საქონელიც განთავსდეს.
4. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის სხვა ადგილები და მისი შენახვის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
