1.დასაშვებია თავისუფალ ზონაში ნებისმიერი საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, აგრეთვე თავისუფალი ზონიდან ნებისმიერი საქონლის გამოტანა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.თავისუფალ ზონაში აკრძალულია: ა) იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა; ბ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; გ) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია.
3.თავისუფალ ზონაში დასაშვებია ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისთვის. მისი შეტანა საქონლის ექსპორტად არ მიიჩნევა.
4.თავისუფალ ზონაში ნებადართულ საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს აკრძალვები ან შეზღუდვები.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.