Статья 141. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის გამოყენება
1. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონელი, მისი სპეციალური გამოყენების გათვალისწინებით, შეიძლება გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით.
2. თუ საქონელი იმყოფება წარმოების ისეთ ეტაპზე, რომელიც მხოლოდ მისი საბოლოო მოხმარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, საბაჟო ორგანოს შეუძლია ავტორიზაციაში მიუთითოს ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მიიჩნევა, რომ საქონელი გამოყენებულ იქნა იმ მიზნობრივი დანიშნულებით, რომლისთვისაც გათავისუფლდა იმპორტის გადასახდელისგან.
3. თუ შესაძლებელია მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის მრავალჯერადი გამოყენება და საბაჟო ორგანო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით საჭიროდ მიიჩნევს მის მიმართ საბაჟო ზედამხედველობის გაგრძელებას, იგი უნდა გაგრძელდეს საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით პირველად გამოყენების დღიდან არაუმეტეს 3 წლით. იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიმართაც საბაჟო ზედამხედველობა არ სრულდება ამ ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
