1.გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია შეასრულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები.
2.გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წარმოიშვა და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მის მოქმედებაზე/შესრულებაზე ან/და შეცვალოს მისი შინაარსი.
3.განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია: ა) გადასინჯოს გადაწყვეტილება; ბ) შეაჩეროს გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს, ბათილად იქნეს ცნობილი ან ძალადაკარგულად გამოცხადდეს.
4.საბაჟო ორგანო აკონტროლებს გადაწყვეტილების მფლობელის მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და პირობების შესრულებას. თუ გადაწყვეტილების მფლობელის დაფუძნებიდან 3 წელი არ არის გასული, საბაჟო ორგანო გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ახორციელებს განსაკუთრებულ დაკვირვებას.
5.გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილი განცხადების მიღებასა და განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები, აგრეთვე გადაწყვეტილების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
