1.ეს წიგნი ადგენს საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევებსა და პირობებს.
1.ეს წიგნი ადგენს საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევებსა და პირობებს.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.ამ წიგნის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირადი საკუთრება − ნებისმიერი ნივთი, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისთვის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის. პირადი საკუთრების მახასიათებლები ან ოდენობა არ უნდა მიანიშნებდეს მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე. პირად საკუთრებას განეკუთვნება: ა.ა) საყოფაცხოვრებო ნივთი; ა.ბ) ველოსიპედი, პირის პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ, მოტოციკლი და მისი მისაბმელი, დასვენებისთვის გამიზნული ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალება, იახტა, თვითმფრინავი და სხვა; ა.გ) ჩვეულებრივი საოჯახო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შინაური და საუნაგირე ცხოველები, გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტი, რომელიც პირის მიერ მის ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლადაა საჭირო; ბ) საყოფაცხოვრებო ნივთი − პირადი მოხმარების საგანი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების თეთრეული, ავეჯი, აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისთვის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის; გ) ალკოჰოლიანი ნაწარმი − საქონელი (ლუდი, ღვინო, ღვინისგან ან ალკოჰოლისგან დამზადებული აპერიტივი, ბრენდი, ლიქიორი ან სპირტიანი სასმელი და სხვა), რომელიც სეს ესნ-ის 2203–2208 სასაქონლო პოზიციებშია კლასიფიცირებული; დ) შეღავათი − ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლება.
3.ამ წიგნის მიზნებისთვის პირადი საკუთრების სამეწარმეო მიზნით გამოსაყენებლად მიჩნევის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4.ამ წიგნით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავი XXXII. საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლება
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.