Статья 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საქართველოს საბაჟო საზღვარი
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება: ა) საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისგან; ბ) საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და საქართველოს შიდა წყლებისგან; გ) საქართველოს საჰაერო სივრცისგან; დ) განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარის, ნაგებობისა და ხელოვნური კუნძულის ტერიტორიისგან, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია.
2. საქართველოს საბაჟო საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
