Статья 83. საბაჟო ფორმალობების განხორციელების დრო და ადგილი
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. საბაჟო ორგანომ საქონლის გაფორმების ადგილების, საბაჟო გამშვები პუნქტებისა და საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილების სამუშაო საათები ისე უნდა დაადგინოს, რომ საბაჟო პროცედურისა და საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის გადაზიდვის სახეობის გათვალისწინებით არ შეფერხდეს ან არ დაირღვეს საერთაშორისო გადაზიდვის ნაკადი.
2. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელების დრო და ადგილი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
