1.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში არსებული მონაცემების სიზუსტის შემოწმების მიზნით: ა) შეისწავლოს ეს დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები; ბ) მოსთხოვოს დეკლარანტს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა; გ) დაათვალიეროს საქონელი; დ) აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში მისი ანალიზისთვის ან საქონლის დეტალური შემოწმებისთვის.
2.რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
