Статья 14. ბავშვის აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლების უფლებები
Редакция №12 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
1. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ბავშვს ასევე უფლება აქვს, მოუსმინონ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად. # # # 2. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებითა და ფორმით.
3. ბავშვს აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ბავშვის უფლებათა კოდექსი
