საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. არასრულწლოვანს აქვს მისი მშობლის/სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისგან დაცვის უფლება. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას, არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ცენტრალურ ორგანოს და სასამართლოს.
2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევები, ვალდებული არიან, მათ შესახებ შეატყობინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს არასრულწლოვნის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მიმართონ ცენტრალურ ორგანოს. 2 1 . საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვა სუბიექტის მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით განსაზღვრული ცენტრალური ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2446 – სსმ I, №20, 11.07.2003 წ., მუხ.138 საქართველოს 2014 წლის 19 მარტის კანონი №2110 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2703 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი