1.ადმინისტრაციულმა ორგანომ და სასამართლომ ბავშვთან დაკავშირებული შუამდგომლობის, საჩივრისა და სარჩელის განხილვას პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ.
2.ბავშვის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით.
3.კანონით დადგენილია ბავშვთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების პრიორიტეტული აღსრულების მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, როდესაც ამას ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.






