საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 251^1. გადაწყვეტილება არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე
1. არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
2. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5014 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5914 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
