Статья 13^1. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება
Редакция №3 Сверено с действующей редакцией · 9 дек. 2025 г.
1. საერთაშორისო სამედიაციო მორიგება ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიმართვის საფუძველზე შეიძლება ცნოს და აღასრულოს სასამართლომ. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლო საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების საკითხს განიხილავს ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
