1.ეთიკის კომისია შედგება 9 წევრისგან. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.
2.ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებენ.
3.ეთიკის კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, მედიატორის პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე, ამ კანონისა და მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული მედიატორთა დისციპლინური საქმის წარმოების დებულების შესაბამისად.
4.ეთიკის კომისია თავის წევრთაგან ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს. ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად უნდა იყოს მედიატორთა ასოციაციის წევრი. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5.ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს ეთიკის კომისიის ახალარჩეული წევრი, რომელსაც ირჩევს მედიატორთა ასოციაციის უახლოესი საერთო კრება.
6.ეთიკის კომისია ამოწმებს მიღებულ ინფორმაციას მედიატორის შესახებ და სწავლობს მის საფუძვლიანობას, აგრეთვე განიხილავს და წყვეტს მედიატორისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს ამ კანონისა და მედიატორთა დისციპლინური საქმის წარმოების დებულების შესაბამისად.
7.ანონიმური წერილი ან შეტყობინება არ შეიძლება გახდეს მედიატორისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის საფუძველი.
