Статья 9. მედიაციის დასრულება
1. მედიაცია დასრულებულად მიიჩნევა: ა) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან; ბ) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ მედიაციის შეწყვეტაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან; გ) თუ მხარემ წერილობით უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობის გაგრძელებაზე − მხარის მიერ უარის განცხადების დღიდან; დ) თუ ამოიწურა მედიაციისათვის განსაზღვრული ვადა − ამ ვადის ამოწურვის დღიდან; ე) თუ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორმა განაცხადა, რომ მედიაციის გაგრძელება არაგონივრული და გაუმართლებელია, − მედიატორის მიერ ამ განცხადების გაკეთების დღიდან.
2. მხარეები ან/და მხარეთა წარმომადგენლები უზრუნველყოფენ სამედიაციო მორიგების შედგენას. მედიატორი შეიძლება დაეხმაროს მხარეებს სამედიაციო მორიგების შედგენაში.
3. სამედიაციო მორიგება წერილობით დგება და მას ხელს მხარეები და მედიატორი აწერენ.
4. მხარის მოთხოვნით, მედიატორი გასცემს მედიაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მედიაციის შესახებ
