საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 363^30. სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ
1. მხარე უფლებამოსილია სასამართლო მედიაციის ან კერძო მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის პროცესში მიმართოს სასამართლოს სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით.
2. თუ სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში აღნიშნული განცხადების შემტანი პირი არ მიმართავს სასამართლო მედიაციას ან კერძო მედიაციას და არ წარუდგენს სასამართლოს მედიაციისთვის მიმართვის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, ან თუ მედიაციის დასრულებიდან (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით) 10 დღის ვადაში მხარე სასამართლოს არ წარუდგენს სარჩელს/არ მიმართავს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გაუქმების შესახებ.
