1.უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს კანონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ.
2.უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარე. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება არა უგვიანეს 2 თვისა მიმდინარე საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
