Статья 100. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა
1. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არა უგვიანეს 1 ნოემბრისა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.
2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარედგინება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი.
3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით: ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები; ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა; ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა; ბ.დ) ვალდებულებების კლება; გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით; დ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას; ე) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას; ვ 1 ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს; ზ) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს.
