Статья 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტები.
