ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 104. მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
1. კომისია ამტკიცებს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უწყვეტი და საიმედო მიწოდების პირობებს.
2. ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან ან/და მცირე საწარმოსთან მიწოდების ხელშეკრულება დადოს კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად. მიწოდების ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით დადებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების შემთხვევაში.
3. მიმწოდებელი უფლებამოსილია უარი თქვას მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაზე, ან შესაბამისი გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ა) საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში; ბ) თუ მომხმარებელი, მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის, მიღებული მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
