ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდება ხორციელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2.ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდება, გარდა ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა, ხორციელდება არარეგულირებული, საბაზრო ფასით, საბოლოო მომხმარებელსა და ელექტროენერგიის მიმწოდებელს ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე.
3.საყოფაცხოვრებო მომხმარებელსა და მცირე საწარმოს უფლება აქვთ, ამ კანონის 108-ე და 109-ე მუხლების შესაბამისად ისარგებლონ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურებით.
4.ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს ყიდულობს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ან ორგანიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ამ კანონის XXX და XXXI თავების შესაბამისად.
5.ელექტროენერგიის მიმწოდებელს ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს, რომელსაც ამ კანონის XXVII თავის შესაბამისად დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება, უფლება აქვს, იყიდოს ან გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი ამ მუხლის მე-4 პუნქტის, შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციისა და კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით, თუ საჯარო მომსახურების სახით მიწოდების საქმიანობისა და სხვა სახის მიწოდების საქმიანობისთვის ან/და ვაჭრობის საქმიანობისთვის საბუღალტრო აღრიცხვას განცალკევებულად აწარმოებს.
6.კომისია, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს, რომ მიწოდების საქმიანობის რეგულირება ამ კანონსა და სხვა სამართლებრივ აქტებზე დაყრდნობით არ იყოს დისკრიმინაციული ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკული საწარმოს მიმართ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
Изменения, которые прошла эта статья
Clarifies retail electricity supply regulations.
акт об изменении №5317153Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.