1.კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს აუცილებელ და პროპორციულ ღონისძიებებს ეფექტიანი საბაზრო კონკურენციის წასახალისებლად და ამგვარად უზრუნველყოფს ენერგეტიკული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას. კომისია აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებს საჭიროების მიხედვით, საკუთარი ინიციატივით ან ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოთხოვნით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
