ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 32. ელექტროენერგიის წარმოების პირობები
1. ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მშენებლობა, მოვლა-პატრონობა, ოპერირება და გადამცემ ქსელთან ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით, დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებს, ნორმებსა და სხვა სავალდებულო პირობებს, გარემოსთან, საზოგადოების უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების ჩათვლით.
2. ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი წესით.
