ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Всегда актуальная правовая база
ელექტროენერგიის მწარმოებელი უფლებამოსილია: ა) აწარმოოს ელექტროენერგია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტისა და სალიცენზიო პირობებში აღნიშნული ენერგიის წყაროს მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ტექნიკური მახასიათებლებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით; ბ) დადოს ხელშეკრულებები ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით დადგენილი პირობების დაცვით; გ) დადოს ხელშეკრულებები დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურების გაწევის შესახებ ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობების დაცვით; დ) ჰქონდეს დაშვება ელექტროენერგიის გადამცემ ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემასთან ამ კანონით, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად; ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.