ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 39. ბუნებრივი გაზის წარმოების სავალდებულო პირობები
1. ბუნებრივი გაზის წარმოება შეიძლება განახორციელოს იმ საწარმომ, რომელსაც ექსპლუატაციაში შესულმოწყობილობაში ბუნებრივი გაზის დამუშავების ავტორიზაცია აქვს და ამ მოწყობილობის ოპერირებას „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს.
2. ბუნებრივი გაზის ყველა მწარმოებელი, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის მიერ მისი ბაზრის მონაწილედ რეგისტრაციის შემდეგ ივაჭროს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად.
