1.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.გადამცემი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ამ გადაწყვეტილების მოქმედების ვადის, უარის თქმის შესაბამისი მიზეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა პირს, რომელთა მოთხოვნა ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დაშვებაზე მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობებს უარის თქმის მიზეზებსდა წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ, ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს.
3.გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის გამო ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი ზომები ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის გასაძლიერებლად, თუ ეს ქმედება ეკონომიკურად გამართლებულია ან პოტენციური მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების დაფარვას.
4.კომისია შესაბამის შემთხვევებში უზრუნველყოფს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის გასაძლიერებლად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიწოდების ხარჯების ასანაზღაურებლად შესაძლოა დაწესდეს გონივრული საფასური.
5.პირი, რომელსაც უარი ეთქვა ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე, ან პირი, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების პირობებით უკმაყოფილოა, უფლებამოსილია ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართოს კომისიას.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.