ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 59. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროენერგიის მოწყობილობების მიერთება
Редакция №14 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2025 г.
გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროენერგიის მოწყობილობების მიერთებას. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროენერგიის მოწყობილობების მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ მიღებული მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელებული გაანგარიშების შედეგად.
