Статья 36. ტყით საერთო სარგებლობის უფლების ფარგლები
Редакция №7 Сверено с действующей редакцией · 25 нояб. 2025 г.
1. ტყით საერთო სარგებლობის უფლება მოიცავს ამ უფლებით მოსარგებლე პირის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ტყეს და დაიცვას მისი სიმდიდრე, ხოლო ისეთი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ბუნებრივ გარემოს აზიანებს, აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს.
2. დაუშვებელია ტყით საერთო სარგებლობის უფლებით მოსარგებლე პირის მიერ ტყეში ინვაზიური ან/და გენეტიკურად მოდიფიცირებული სახეობების შეტანა, ტყის დაცვის ქიმიური და სხვა საშუალებების გამოყენება.
3. ტყით საერთო სარგებლობის უფლება კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში გულისხმობს გადაადგილებისა და დასვენების მიზნით მის ხელმისაწვდომობას. თავი V ტყით სპეციალური სარგებლობა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ტყის კოდექსი
