Статья 13. წიაღით მოსარგებლის მოვალეობები
1. წიაღით მოსარგებლე ვალდებულია: ა) ისარგებლოს წიაღით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის; ბ) უზრუნველყოს წიაღისეული რესურსების რაციონალური და კომპლექსური გამოყენება, გარემოსა და წიაღის დაცვა; გ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები; დ) უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოებისას წიაღის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, ტყის, დაცული ტერიტორიების, ისტორიისა და კულტურის ძეგლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა დადგენილი ნორმების მიხედვით; ე) შეისწავლოს წიაღი კომპლექსურად, უზრუნველყოს შესაბამისი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა; ვ) წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი დაძიებული, მოპოვებული და წიაღში დარჩენილი მარაგების, წიაღისეულში არსებული კომპონენტების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების შესახებ; ზ) უზრუნველყოს საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება (კონსერვაცია), რომ შესაძლებელი იყოს მომავალში მათი გამოყენება, გამოყენებისათვის უვარგისი კი გაანადგუროს დადგენილი წესით; თ) შეაჩეროს სამუშაოები წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს; ი) დაიცვას და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიყვანოს წიაღით სარგებლობის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთები უსაფრთხო და გამოსადეგ მდგომარეობაში; კ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. თუ ლიცენზიის გაცემის შემდეგ აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულისა და მისი თანმხლები ძვირფასი კომპონენტების ახალი სახეობები ან სხვაობა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებულ და რეალურად არსებულ მარაგებს შორის, ან შეიცვალა წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა პირობები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგები ექვემდებარება ხელახალ დამტკიცებას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
წიაღის შესახებ
