Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.ფიზიკური პირი საშეშე მერქანზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ხეტყეს ამზადებს ტყის მართვის ორგანოს მიერ გაცემული ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე, ამ კოდექსის 93-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.
3.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას დასაშვებია საქართველოს ტყით (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობა ტყითსარგებლობის დოკუმენტის გარეშე. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ტყის მართვის ორგანოს გონივრულ ვადაში შეატყობინოს სათანადო საქმიანობის დაწყების შესახებ და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართოს მას საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში.
4.დაინტერესებული პირი ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ტყით სპეციალური სარგებლობის სახეებს ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იდება აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.
5.ამ კოდექსის შესაბამისად ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.