Статья 5. ტყეზე საკუთრების უფლება
1. ტყეზე საკუთრების უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან. საქართველოს ტყე შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალური ან კერძო საკუთრების.
2. სახელმწიფო ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში.
3. მუნიციპალური ტყე არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომლის მიმართ მმართველობით უფლებამოსილებებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ახორციელებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
4. კერძო საკუთრების ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
5. ავტონომიურ რესპუბლიკას ტყე საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტყე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე ხელოვნურადაა გაშენებული და აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების მოთხოვნებს.
6. ამ კოდექსით დადგენილი წესები ვრცელდება საქართველოს ტყეზე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ტყის კოდექსი
