Статья 6. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზნები
საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზნებია: ა) ტყის ეკოლოგიური ფუნქციისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ტყის ეკონომიკური პოტენციალის მდგრადი გამოყენებისა და მისი სოციალური ფუნქციის შესრულების ხელშეწყობა; ბ) ტყის ნიადაგდაცვითი და წყალ- და კლიმატმარეგულირებელი ფუნქციების შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება; გ) ტყის პროდუქტიულობის, მათ შორის, ტყის რესურსების, ტურიზმისა და რეკრეაციის შესაძლებლობების, რაციონალური გამოყენება, გრძელვადიანი სარგებლის მიღების გათვალისწინებით; დ) ტყის ეკოსისტემურ მომსახურებებთან დაკავშირებული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვა) ჰარმონიული და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტყის ეკოსისტემების უარყოფითი კუმულაციური ზეგავლენისგან დაცვა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ტყის კოდექსი
